პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ინციატივას მამუკა ბახტაძე მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შემდეგ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება. ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენთ. ინიციატივა ზოგადად ეხება ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ყველა დონეზე უპრეცედენტო მხარდაჭერას ვიღებთ
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის მოადგილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა კონფერენციაში მონაწილეობს