“ფერგანის” რედაქტორი პუბლიკისთვის უზბეკეთის პრეზიდენტის ჩვენებას მოითხოვს

საინფორმაციო სააგენტო “ფერგანის” მთავარმა რედაქტორმა დანიილ კისლოვმა “ახალი ამბების ეროვნული სამსახურის” ინფორმაციაზე, რომელიც უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალებას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა და მოითხოვა ოფიციოზისგან ინფორმაციის დაზუსტება.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებას მოითხოვს და ხელისუფლება ამაზე არ უნდა დუმდეს – სხვადასხვა წყაროებით, უზბეკეთის პრეზიდენტი არ გარდაცვლილა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, 78 წლის კარიმოვი ინსულტით გარდაიცვალა.
ადრე, პრეზიდენტის ქალიშვილმა განაცხადა, რომ მამამისი ტვინში სისხლის ჩაქცევით რეანიმაციაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიჯონ ლენონის მკვლელს მეცხრედ უთხრეს უარი ვადამდელ განთავისუფლებაზე
შემდეგი სტატიაოლიგარქის ხელისუფლებამ საქართველოში უპრობლემოდ შემოიყვანა რუსული კომპანია yandex Taxi