10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

პერე ჟოან პონს სამპიეტრო: მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების მონახულება მოვითხოვეთ, მათ გვიპასუხეს: “არა”

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, განსაკუთრებით, მზია ამაღლობელის, ეს გამოვხატეთ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, მათ გვიპასუხეს: “არა” , – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მინდა, გითხრათ, რომ მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება, რომლებიც ციხეში არიან, განსაკუთრებით, სახაროვის პრიზის მფლობელის [მზია ამაღლობელის]. ეს გამოვხატეთ პრემიერ-მინისტრთან, ეს გამოვხატეთ ქვეყნის პრეზიდენტთან, ეს გამოვხატეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ეს გამოვხატეთ პარლამენტის სპიკერთან. და მათ გვიპასუხეს: “არა”.

ასე რომ, ვიღებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ განხილვა. ვფიქრობთ, რომ თუ მოლაპარაკებებში ხარ, ან აპირებ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, (განვიხილეთ ეს) რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უნდა აწარმოო მოლაპარაკებები….

და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვითარება, რაც ვნახეთ, როგორც მინიმუმ, გვაიძულებს ვუთხრათ მთავრობას, რომ უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება”, – განაცხადა სამპიეტრომ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე : გავცვალეთ მოსაზრებები, ეუთო-ს მისია არ ჩამოსულა იმისთვის, რომ რაიმე რეკომენდაცია გაეცა