15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია”- ვითარება ონის მისასვლელ გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაშიდიდგორი -მანგლისის გზაზე, მთის ნაწილი ჩამოიშალა- ადგილიდან ვიდეო ვრცელდება
შემდეგი სტატია“აგერ ნახავთ, თუ არ აისახება ფასებზე”- ირაკლი ჭეიშვილი დასკვნაზე