ფეოდალიზმი ჩხოროწყუში – „თაიმერის“ ჟურნალისტს მუშაობის საშუალება არ მისცეს

ჩხოროწყუს საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და ამ მომენტისთვის „ ოცნება წარმოდგენილია 12 მანდატით, 7 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ , 7 -საქართველოსთვის“ ხოლო 1 „ლელოს“ ეკუთვნის.
ჩხოროწყუს მერად დათო გოგუაა არჩეული, თუმცა მან მეორე ტურში მხოლოდ 100 ხმით დაამარცხა კონკურენტი ბადრი ქარჩავა („ენმ“) ამ მიზეზების გამო ხელისუფლებამ ძველ შემადგენლობას ბიუჯეტი წინასწარ დაამტკიცებინა , რასაც ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტი მოყვა. ახალი შემადგენლობის შეკრებასაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. სხდომაზე არ შეუშვეს „ენმს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, საკრებულოს წევრი რამაზ გულუა, აგრეთვე მერობის ყოფილი კანდიდატი ბადრი ქარჩავა.

მიზეზად პანდემია დასახელდა. რამაზ გულუას ოჯახის წევრები ნამდვილად ინფიცირებულნი არიან, მაგრამ საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ მას მათთან შეხება არ ჰქონია. შესაბამისად მისი „მწვანე“ სტატუსი კითხვის ქვეშ არ დგას, რასაც სამინისტროს აპლიკაცია ადასტურებს. სამუშაოს შესრულების დროს,„თაიმერსაც“ პრობლემები შეექმნა. უკვე მეორედ ჩვენი საქმიანობა დაცვამ და პოლიციამ დაბლოკა.

სხდომის მსვლელობისას დარბაზი „საქართველოსთვის“ დეპუტაციამ დატოვა. ოფისის ხელმძღვანელმა დავით შენგელიამ განცხადება გააკეთა და რომელიმე მხარესთან ფარულ ალიანსის შესაძლებლობა გამორიცხა. მათ გარეშე კი სხდომის გაგრძელებამ აზრი დაკარგა და გადაიდო .

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“დეპუტაციის ინიციატივით, წუთიერი დუმილით ნუგზარ ფუტკარაძეს ხსოვნას პატივი მიეგო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ბლოკირებული პირების, მათ შორის, „თაიმერის“ჟურნალისტის სხდომათა დარბაზში შემოშვებას.

რთული იქნება შეთანხმება. ‘საკრებულოს თავმჯდომარეს პოსტზე განიხილება „საქართველოსთვის წარმომადგენლის, დავით შენგელიას კანდიდატურა. აგრეთვე ყოფილი პარლამენტარი ჯუმბერ იზორია, „ენმს“ აქტივისტი რამაზ თოლორდავა და სხვები.

არსებული კონფიგურაციით, „მმართველ პარტიას“ ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვება უჭირს, ხოლო ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან.

ავტორი: ლაშა მებონია

წინა სტატიაშიწულუკიანი: მე მაქვს უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ დავნიშნო სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ
შემდეგი სტატიაპოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა