პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს, როდესაც რუსეთს თავდაცვაში გადასვლა აიძულეს

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს, როდესაც რუსეთს თავდაცვაში გადასვლა აიძულეს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა.

„მოდით, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვაღიაროთ, რომ ახლა იდეალური სიტუაცია არ არის. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ ასე მოხდა. უკრაინელებმა ყველაფრის მიუხედავად შეძლეს, რუსების იძულება დაეხიათ თავდაცვით პოზიციებზე, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიდაე, მათი მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ – სააკაშვილი შინდისის გმირებზე
შემდეგი სტატიაპოლონეთი ბელარუსის საზღვართან სამხედროების განთავსებას იწყებს