პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა, მარკ მილიმ გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება აშშ-ის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

„საქმე ეხება აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს და ეს ინტერესები იქნება ფსონზე, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას მიმართავენ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებულია 1991 წლიდან“, – განაცხადა მარკ მილიმ.

ამერიკელი გენერლის თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვართან რუსული შეიარაღებული ძალების გადაადგილებას. ამასთან, მილიმ უარი თქვა დაესახელებინა ნაბიჯები, რომლებსაც აშშ განიხილავს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია – ლავროვი
შემდეგი სტატიაბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი – დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები პირველად შეიკრიბებიან