პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი, $800 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი. მასში შედის:
32 Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 32 Stryker ჯავშანტრანსპორტიორი;
დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ისა და HIMARS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის;
AIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
საზენიტო კომპლექსები Stinger, Javelin;
31 155 მმ-იანი ჰაუბიცა;
105-მმ და 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვები, DPICM-ის ჩათვლით (იგივე კასეტური ბომბები);
მილის გამშვები რაკეტები, უპილოტო საჰაერო სისტემები Penguin და ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა;
სათადარიგო ნაწილები, მცირე ზომის იარაღი და მისი 28 მილიონი ვაზნა;
27 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის შესაკეთებლად;
10 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის.
სწორედ აღნიშნული დახმარების პაკეტის ფარგლებში გადასცემს აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალასაც. ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურა თეთრმა სახლმა.