პენტაგონმა უკრაინის პრეტენზიას “ჩამოწერილი” ტექნიკის შესახებ უპასუხა

პენტაგონმა უკრაინელ სამხედროებს უპასუხა, რომელთა თქმითაც აშშ-მ უკრაინელ სამხედროებს “ჩამოწერილი” ტექნიკა მიაწოდა. აშშ-ს სამხედრო უწყების თქმით, ამერიკიდან უკრაინაში გაგზავნილი ტექნიკის უმეტესობა ახალია – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მიშელ ბალდანსმა განაცხადა. მისი თქმით, პენტაგონმა “უკრაინას საუკეთსო ტექნიკა გაუგზავნა იმათ შორის, რაც ქვეყნის თავდაცვის სისტემაში არსებობს, ხელმისაწვდომი რესურსებისა და მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით”.

“ტექნიკის აბსოლუტური უმეტესობა, რომელიც ჩვენ უკრაინაში გავაგზავნეთ, ადრე არასდროს ყოფილა გამოყენებული. ჩვენ არაბრონირებული მანქანები გადავეცით საწყობებიდან, რადგანაც ის უფრო ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვის, ვიდრე მათი სხვა წყაროებიდან მოძიება. ყველა ეს მანქანა, უკრაინაში ჩასვლისას მუშა მდგომარეობაში იყო” – განაცხადა ბალდანსმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონმა უკრაინას 265 მილიონი დოლარის ტექნიკა გაუგზავნა.
რამდენიმე დღის წინ გაზეთმა The Washington Post გამოაქვეყნა სტატია, სადაც უკრაინელი სამხედროები ამერიკიდან მოწოდებული ექსპლოატაციისათვის უვარგისი ტექნიკის შესახებ საუბრობდნენ. სამხედროების თქმით, ტექნიკის წინა ხაზზე გამოყენება სახიფათოა, რადგანაც არასდროს იციან, მანქანები როდის გაფუჭდება და გამოვა წყობიდან.

banner
წინა სტატიაში“ავარია მამაჩემის ბრალი არ ყოფილა”- რას ყვება გარდაცვლილი ტაქსისტის შვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა