17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

პენტაგონმა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის გამო გაერთიანებული შტაბის 50-მდე წევრი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 50-მდე წევრი პოლიგრაფზე („სიცრუის დეტექტორზე“) შეამოწმა. გამოძიების მიზეზი მედიაში გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვა გახდა, რომელიც ირანთან შესაძლო ომსა და ამერიკული საბრძოლო მასალის მარაგების შემცირებას ეხებოდა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, აღნიშნული „უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება“ შეეხო როგორც მაღალი რანგის ოფიცრებს, ისე სამოქალაქო პირებს. მედიის ცნობით, ამ დრომდე მაღალი რანგის სამხედრო პირების ასეთი მასშტაბური შემოწმება პენტაგონში არასდროს განხორციელებულა.

NYT-ის ცნობით, თეთრი სახლისა და პენტაგონის მხრიდან ასეთი მკაცრი ზომები მიმართული იყო არა მხოლოდ ინფორმატორების გამოსავლენად, არამედ სხვების შესაშინებლადაც, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

პრეზიდენტი ტრამპი ადმინისტრაციისგან მკაცრად ითხოვდა ინფორმაციის გაჟონვის წყაროების პოვნას და ამ ფაქტებს „ღალატს“ უწოდებდა.

თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი უწყებაში უნდობლობის ატმოსფეროს გაღრმავებას უწყობდა ხელს. მანამდე მან თანამდებობიდან გადააყენა ან დაწინაურებაზე უარი უთხრა 80-ზე მეტ გენერალსა და მაღალჩინოსანს.

ამასთან, CBS News-ის ცნობით, პოლიგრაფზე შემოწმება უშუალოდ გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენ კეინს არ შეჰხებია.

პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა კონკრეტულ გამოძიებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაჟონვის თითოეულ შემთხვევას „უდიდესი სერიოზულობით ეკიდება“.

banner
წინა სტატიაშიირანის არმიის შტაბის უფროსი – აშშ-ს რომ შეეძლოს ირანში ისე იმოქმედოს, როგორც ვენესუელაში, აქამდე ამას რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდა
შემდეგი სტატია“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ზაზა დავითაია ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე შსს-ში იმყოფებოდა