პენტაგონმა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კიბერ-ომი დაიწყო

პენტაგონმა

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კიბერ-ომი გამოაცხადა – “ფოქს ნიუსი” წერს.
ვირტუალურ სამყაროში ოპერაციები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განკარგულება გასცა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ კიბერ-ფრონტის გახსნის შესახებ, რომელიც მიმდინარე მომენტრისთვის ამერიკას წაგებული აქვს – თქვა კარტერმა.

2018 წლისათვის აშშ 133 კიბერმეომრების დანაყოფის შექმნას გეგმავს, აქედან 27 რეგიონალურ პროექტებზე იმუშავებს, 68 – თავდაცვის სამინისტროს სისტემების დაცვაზე იქნება მობილიზებული, 25 კი სხვა კიბერდანაყოფების მხარდასაჭერად იქნებიან გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაში,,თითიდან გამოწოვილი შავი პიარი ადასტურებს, რომ დოლიძის კვალიფიკაციასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს”
შემდეგი სტატიაინტერნეტმაღაზია ebay-ს საიტზე ზვიად გამსახურდიას ავტოგრაფი იყიდება