20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პენტაგონმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროება დაიწყო

როგორც „ენბისი“ იუწყება, პენტაგონმა დაიწყო იმ ფაილების გამოქვეყნება, რომლებიც უცნობ ანომალიურ მოვლენებს (UAP/UFO) ეხება.

„ამერიკელი ხალხი ამ საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას ითხოვდა და პრეზიდენტი ტრამპი ამ მოთხოვნას ასრულებს,“- განაცხადეს პენტაგონში.

დოკუმენტების პირველი სერია უკვე განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდზე. სამხედრო უწყების განცხადებით, საჭიროებისამებრ გამოქვეყნდება ახალი მასალაც. ამ ეტაპზე გასაჯაროებულია 162 ფაილი პენტაგონის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ნასას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არქივებიდან. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის დეტალური ანალიზი მანამდე არავის უცდია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სამთავრობო დოკუმენტების გასაჯაროების განკარგულება თებერვლის ბოლოს გასცა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ამ თემის მიმართ „უზარმაზარი ინტერესით“ ახსნა.

banner
წინა სტატიაშირუბიო: აშშ დღეს ირანისგან ომის დასრულების შეთანხმებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება
შემდეგი სტატიატრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება