10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარების განთავსება დაადასტურა

BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი კითხვების შემდეგ, პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარების ნაწილის განთავსება.

BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე სადესანტო დივიზიის შტაბის ელემენტები, დამხმარე ძალები და პირველი საბრძოლო ბრიგადა გაიგზავნება. უსაფრთხოების მიზნით, პენტაგონმა სხვა დეტალების გაჟღერებაზე უარი თქვა.

ამ ქვედანაყოფების შემადგენლობა ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა შესაძლებლობებს ამზადებს აშშ კონფლიქტში გამოსაყენებლად:

82-ე სადესანტო დივიზია: ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო ნაწილად, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეუძლია გაშლა. ისინი გაწვრთნილები არიან ტერიტორიების სწრაფად დაკავებისთვის. ირანის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ხარგის კუნძულის ან სხვა საკვანძო ტერიტორიების აღება. თუმცა, ამ ნაწილს აკლია მძიმე ტექნიკა ხანგრძლივი ბრძოლებისთვის.

პირველი საბრძოლო ბრიგადა (1st BCT): მე-10 სამთო დივიზიის ნაწილი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი ხანგრძლივი და მასშტაბური სამხედრო ოპერაციებისთვის.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაირანმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადება უარყო – თეირანის 5 მკაცრი პირობა ომის დასასრულებლად