პენტაგონის კომენტარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით

პენტაგონი პირველ კომენტარს აკეთებს უკრაინისთვის აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით:

„თავდაცვის დეპარტამენტი აგრძელებს პრეზიდენტისთვის ძლიერი და მრავალფეროვანი ვარიანტების შეთავაზებას უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში, რაც შეესაბამება მის მიზანს — ამ ტრაგიკული ომის დასრულებას. ამავე დროს, დეპარტამენტი მკაცრად ამოწმებს და ადაპტირებს საკუთარ მიდგომას ამ მიზნის მისაღწევად, აშშ-ის სამხედრო მზადყოფნისა და იმ თავდაცვის პრიორიტეტების შენარჩუნებით, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკის “ ამერიკა უპირველეს ყოვლისა”-ს დღის წესრიგს ემსახურება…”

“ჩვენ არ გავაკეთებთ განცხადებებს უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალის კონკრეტულ რაოდენობაზე, ტიპებზე ან ამ მიწოდებებთან დაკავშირებულ ვადებზე. თუმცა თავდაცვის მდივანი განაგრძობს რეკომენდაციების გაცემას პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.“

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაპირველი სამედიცინო განყოფილება ნარკომანიით დაავადებულთა იძულებითი მკურნალობისთვის