პენტაგონის ხელმძღვანელმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში რუსეთის წვლილს “ნულოვანი” უწოდა

რუსეთმა “ფაქტობრვად ნულოვანი” წვლილი შეიტანა აშშ-ს ბრძოლაში ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”- პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა ტელეკომპანია NBC News-თან თქვა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
მისი აზრით, მოსკოვმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის პირობა და ქვეყანაში სამოქალაქო ომის შეწყვეტის პირობა დადო, რაც არ გაუკეთებია. “საბოლოოდ კი, “ისლამურ სახელმწიფოს” ჩვენ დამოუკიდებლად ვებრძვით” – თქვა კარტერმა და აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს მოსული და რაკა წაართვას ჯიჰადისტებს, ამ სამხედრო მოქმედებებში კი რუსეთი არ მონაწილეობს. მას ასევე, დაამატა, რომ მოსკოვს ჰქონდა იმის შანსი, რომ ბასარ ასადი გადადგომაზე დაერწმუნებინა, რაც არ გააკეთა. კარტერის აზრით, რუსეთის სირიაში მოქმედებები ორჯერ ამძაფრებს სამოქალაქო ომს – წერს “დოიჩე ველე” .

banner
წინა სტატიაში“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები
შემდეგი სტატიარომის პაპმა დონბასის შესახებ განცხადება გააკეთა