პენტაგონის განცხადებით, ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი აბუ ვაჰიბი მოკლეს

ერაყის ანბარის პროვინციაში კოალიციის ავიადარტყმის შედეგად ექსტრემისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ვაჰიბი მოკლეს. ამის შესახებ პენტაგონმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის პიტერ კუკის ინფორმაციით, ავტომობილზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ვაჰიბის გარდა კიდევ სამი მებრძოლი ემსხვერპლა.

აბუ ვაჰიბის გარდაცვალების შესახებ მედიაში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა აქამდე პენტაგონს მისი სიკვდილი არ ადაუდასტურებია.

“ალ-ქაიდას” ყოფილი წევრი აბუ ვაჰიბი ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პატიმრობიდან გაიქცა. აბუ ვაჰიბი მონაწილეობდა სატვირთო ავტომობილების მძღოლების მკვლელობაში.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები – ვინ ჩაანაცვლებს “რესპუბლიკელ” მინისტრებს?
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს განიხილავენ