პენტაგონი – რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება კვლავ გრძელდება მარიუპოლში და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, ძირითადად, დონბასის რეგიონში.

პენტაგონის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების უმეტესობა რუსული საჰაერო ბაზებიდან ხორციელდება.

„მათი უმეტესობა რუსეთიდან მოფრინავს და შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ბრუნდება, იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაში – გამშვები მოწყობილობები რუსეთშია განლაგებული,”- განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

banner
წინა სტატიაშიმედია – კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქის გუბერნატორი – რუსეთი დაჭრილი სამხედროების მარიუპოლიდან ევაკუაციას არ თანხმდება