9 იანვარს გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული 25-ე შეხვედრის დროს, ისინი აპირებენ განსაზღვრონ უკრაინის თავდაცვის გეგმა 2027 წლამდე. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით წერს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ვაშინგტონიდან „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 9 იანვარს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრას გამართავს.
„ამ საეტაპო შეხვედრაზე ლოიდ ოსტინი შეხვდება თავდაცვის მდივნებს და მაღალჩინოსნებს მთელი მსოფლიოდან, რათა განიხილონ უკრაინის ბრძოლის ველზე სასწრაფო გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროებები და კრიტიკული კოორდინაციის საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ძირითადი შესაძლებლობების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის ჩათვლით, ასევე თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერების ძალისხმევაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.