პენტაგონი – პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სუვერენული გადაწყვეტილებაა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, არის „სუვერენული გადაწყვეტილება“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომ გადაწყვიტონ, რა დონის მხარდაჭერის გაწევას აპირებენ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერი ვერ ამბობს, გამოიწვევს თუ არა პოლონეთის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდების აუცილებლობას, მაგრამ ხაზი გაუსვა პოლონეთის უკვე გაწეული დახმარებას.

„პოლონეთი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით მილიონზე მეტი დევნილი უკრაინელისთვის, რომლებიც პოლონეთში წავიდნენ რუსეთის შეჭრის შედეგად“, – განაცხადა რაიდერმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – ნატო-მ სცადა, რუსეთი უკრაინაში შეჭრამდე დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთო
შემდეგი სტატიაბაიდეი: “მსოფლიოში ვერც ერთი ერი ვერ იქნება ბოლომდე დაცული, თუ არ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას”