პენტაგონი მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის – პასუხი პუტინს

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს არ გაკვირვებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დღევანდელი განცხადება უახლოეს სტრატეგიულ შეიარაღებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაიტმა განაცხადა. “ჩვენ პუტინის განცხადებით არ ვართ გაკვირვებულები, ამერიკელებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ… დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი ქვეყნის დაცვა, რაც არ უნდა მოხდეს” – განაცხადა უაიტმა ჟურნალისტებთან.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აშშ-სთან წინააღმდეგობებზე და ახალ იარაღებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად მოლაპარაკებებისა და რუსეთის გაფრთხილებისა, აშშ-მ ატომური პოტენციალის გაფართოება და გაძლიერება დაიწყო. “და რით უპასუხა ამას რუსეთმა? აი, რითი” – თქვა პუტინმა და ეკრანზე რუსეთის შეიარაღების უახლოესი მიღწევები აჩვენა. თავდაპირველად მან ისაუბრა ახალ სარაკეტო კომპლექსზე, რომელიც მძიმე კონტინენტთშორისო რაკეტითაა, სახელად “სარმატი”, ვიდეოს თან ერთვოდა კომპიუტერული გრაფიკა, სადაც რაკეტის მარშრუტი იყო ნაჩვენები. “ახლა არანაირი რაკეტსაწინააღმგედო შეიარაღება აღარ არის ჩვენი ბარიერი” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და იარაღზე საუბარი გააგრძელა ახალი ტიპის ენერგეტიკული ატომური სისტემის წარდგენით, “რომელსაც სიშორე არა აქვს შეზღუდული, ანუ, შეუძლია დაუსრულებლად იმოძრაოს, იმდენი, რამდენიც საჭირო გახდება”. “გარდა ამისა, რუსეთს ზებგერითი იარაღი აქვს, რომლის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია, ის იდეალურია, დასავლეთის ქვეყნებს ძალიან სურთ ის ჰქონდეთ. რუსეთს ის უკვე აქვს” – თქვა პუტინმა.
და ბოლო პრეზენტაცია შეეხო იარაღს, რომელსაც ატმოსფეროს ზედა ფენებში შეუძლია ფრენა. “მისი სიჩქარე ჰიპერხმოვანია, ის იქნება როგორც მეტეორი. იარაღს “ავანგარდი” ქვია.”

“ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ” – დაასრულა რუსეთის პრეზიდენტმა ახალი იარაღების დემონსტრირება, მადლობა გადაუხადა ყველა გამომგონებელს “ისინი ჩვენი დრის გმირები არიან” – თქვა პუტინდა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია პოტენციურ აგრესორებს გამოაფხიზლებს. ვინ იგულისხმა მან აგრესორებში, არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშისამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ
შემდეგი სტატიადღეს ეროვნულ გმირს გურამ გაბისკერიას დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა