პენტაგონი – კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინაშია, რუსებმა ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, უკრაინელები კი ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ გეგმავენ გამოყენებას

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია. როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია“, – აღნიშნა დუგლას სიმსმა.

მისი თქმით, უკრაინა რუსეთისგან განსხვავებით აღნიშნული იარაღის მშვიდობიან მოსახლეობასთან სიახლოვეს გამოყენების ინტერესი არ აქვს.

„რუსებმა გამოიყენეს ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო თემებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინელები აპირებენ. ისინი გეგმავენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – მსოფლიოს სჭირდება „მარცვლეულის შეთანხმება“, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს ის, ბურთი პუტინის მოედანზეა, მას მსოფლიო უყურებს
შემდეგი სტატია“პრორუსული ხელისუფლება სააკაშვილის მკურნალობას შეუძლებელს ხდის” – პოლონური მედიის სტატია