პენტაგონი ჯარისკაცების სპერმის და კვერცხუჯრედის გაყინვას დაიწყებს

პენტაგონი ჯარისკაცების სპერმის და კვერცხუჯრედის გაყინვას დაიწყებს

პენტაგონი ჯარისკაცების სპერმის და კვერცხუჯრედის გაყინვას დაიწყებსპენტაგონმა ექსპერიმენტული პროგრამა დაიწყო, რომელიც ჯარისკაცებს რეპროდუქციულ ფუნქციას შეუნარჩუნებს იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი მძიმედ დაშავდნენ – ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსი” წერს.
პროგრამის ინიციატორია თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი. ჩანაფიქრის თანახმად, მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან, საშუალება ექნებათ სპერმა და კვერცხუჯრედი შეინახონ. ყველა ხარჯს უწყება იღებს საკუთარ თავზე.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ამდაგვარად შესაძლებელი გახდება ჯარის საბრძოლო ეფექტურობის გაზრდა და ჯარისკაცები უფრო მშვიდად შეხვდებიან მძიმე ჭრილობებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ავიაციამ იერიში ქალაქ ააზაზ-ზე მიიტანა
შემდეგი სტატიაერდოღანი: სირიასთან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, სანამ რუსეთი ავიადარტყმებს ახორციელებს