პენტაგონი – „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ლიკვიდირებულნი არიან”

პენტაგონის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სტივ უორენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ „ფინანსთა მინისტრი“ აბუ სალაჰი.

განადგურებულნი არიან ასევე დაჯგუფების „გამომძალველობითი ქსელის“ ლიდერი აბუ მარიამი და აბუ რახმან ალ-ტუნისი, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას, იარაღსა და ბოევიკებს უწევდა კოორდინირებას.

პოლკოვნიკ უორენის თქმით, სამივე ტერორისტი ქალაქ ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ტალ-აფარის რაიონში გაანადგურეს.

ამერიკის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიერ „ისალური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან კონტრაბანდული ნავთობის შესყიდვაზეც ავრცელებს ინფორმაციას.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ადამ შუბინის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფების ბოევიკებმა კონტრაბანდული ნავთობის გაყიდვით 500 მილიონ დოლარზე მეტი იშოვეს.

ფინანსისტის განცხადებით, ტერორისტების ყოველთვიური შემოსავალი კონტრაბანდული ნავთობიდან 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„ისლამური სახელმწიფო“ ნავთობის უმეტეს ნაწილს ბაშარ ასადის რეჟიმზე ყიდის. ისინი ცდილობენ ერთმანეთის განადგურებას, მაგრამ ძველებურად მონაწილეობენ მილიონობით დოლარის ვაჭრობაში“, – განაცხადა შუბინმა ლონდონში, „Chatham House“-ის ინსტიტუტში სიტყვის გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინაში 85 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიადღეს თეა წულუკიანი ნოტარიუსებს კომპიუტერულ ტექნიკას გადასცემს