პენტაგონი: ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება აშშ-ს საფრთხეს არ უქმნის

ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვება ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრთხეს არ უქმნის. ტელეარხ CNN-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიცალურმა წარმომადგენელმა,რობ მენინგმა განაცხადა.

“ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული სარაკეტა იაპონიის მიმართულებით დაეშვა. ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ “- განაცხადა მენინგამ.

28 აგვისტოს, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ტოჰოკუს რეგიონის მიმართულებით კიდევ ერთი რაკეტა გაუშვა. როგორც ტოკიოში განმარტავენ, ზღვაში გაშვებამდე, რაკეტა იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში გაფრინდა.

BBC -ის თანახმად, იაპონელ სამხედროებს რაკეტის ჩამოგდება არ უცდიათ. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის საგანგებო, გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მათ ურჩია თავშესაფარი მოეძებნათ ან სარდაფებში შეეფარებინათ თავი.

როგორც სააგენტო Yonhap-ი გაერთიანებული შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, “უცნობი ტიპის ჭურვი სუნანის რაიონიდან აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 5:57 საათზე გაუშვეს”.

სააგენტო Yonhap-ი ასევე სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა 2.7 ათას კმ-ში გაფრინდა და მისი მაქსიმალური სიმაღლე 550 კმ იყო.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა
შემდეგი სტატიაახალციხეში დავამატეთ ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება