პენტაგონი ავღანეთში რუსეთის აქტიურობის გამო შეშფოთებულია

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში რუსეთის მონაწილეობით და თალიბებთან კავშირით შეშფოთებულია – წერს “ბიბისი”.
“ჩვენ რუსეთის აქტიურობა დავაფიქსირეთ “თალიბანთან” – განაცხადა მეტისმა ლონდონში დღეს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი იარაღით და სხვა ნივთებით ამარაგებს თალიბებს. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობას ავღანეთში გაზრდიან თუ არა.
ის, რომ რუსეთი ავღანელ ექსტრემისტებს იარაღით ამარაგებს, თავდაპირველად თებერვაში ითქვა. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშილონდონმა შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით წერილი უკვე მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინის პასუხი ევროვიზიაში რუსი მონაწილის დაშვების შესახებ