14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პენტაგონი: ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს გემი, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო

პენტაგონში განაცხადეს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს გემი M/T Tifani, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.

სამხედროებმა გემი შეაჩერეს და ბორტზე დათვალიერება ჩაატარეს „ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“.

პენტაგონში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი ოპერაციები სანქცირებული გემების წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ გლობალურ ზომებს საზღვაო სამართლის აღსასრულებლად, რათა დავშალოთ უკანონო ქსელები და შევაჩეროთ სანქცირებული გემები, რომლებიც მატერიალურ მხარდაჭერას უწევენ ირანს, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ ისინი. საერთაშორისო წყლები არ წარმოადგენს თავშესაფარს სანქცირებული გემებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, გემი M/T Tifani ბოტსვანის დროშის ქვეშ ცურავდა. აშშ-მა ტანკერს სანქციები 2025 წლის 30 ივლისს დაუწესა ირანული ნავთობის ტრანსპორტირების გამო.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გააუქმოს
შემდეგი სტატიატრამპი აცხადებს, რომ მას არ სურს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივდება და იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები „შესანიშნავი გარიგებით დასრულდება