პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებს გააგზავნის

დღეს პენტაგონი თეთრ სახლს აშშ-ს შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტიგენტის გაგზავნის შესახებ გეგმას წარუდგენს. საუბარია რამდენიმე ათას ჯარისკაცზე, სავარაუდოდ, 5-დან 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეზე. გაგზავნის მიზანი “თავდაცვითი ზომებია” ამ რეგიონში, რომელიც ირანთან გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება – წერს “ბიბისი”.
თავდაპირველად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაშინგტონი რეგიონში 120 ათასი ჯარისკაცის გაგზავნით იმუქრებდა იმ შემთხვევაში, თუკი ირანი ამერიკელ ჯარისკაცებს ან მათ მოკავშირეებს თავს დაესხმოდა. აშშ-მ სპარსეთის ყურეში ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” და სხვა ხუთი სამხედრო გემი გააგზავნა. კატარის სამხედრო ბაზაში ბომბდამშენები Б-52-ებია მზადყოფნაში, მობილიზებულია სისტემა Patriot-ი, რომელსაც ბალესტიკური და ფრთიანი რაკეტების, ასევე, ახალი ტიპის თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა ახლო აღმოსავლეთის დაძაბულ რეგიონში მეტად არ გაართულოს მდგომარეობა.

19 მაისს დონალდ ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა, რომ შეუძლია საბოლოოდ გაანადგუროს ირანი: “თუკი ირანს ომი სურს, ეს მისი საბოლოო დასასრული იქნება. მეტად აღარ დაემუქროთ აშშ-ს”. 21 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუკი ირანი დარეკავს. “ირანი არასდროს აწარმოებს მოლაპარაკებებს იძულებით. არ შეიძლება ირანელებს დაემუქრო და შემდეგ ელოდო, რომ ისინი თანამშრომლობაზე წამოვლენ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა “სიენენთან” ინტერვიუში თქვა.

აშშ-ირანს შორის ურთიერთობა 2015 წელს დადებული სარაკეტო შეთანხმების ირგვლივ დაიძაბა, რომელიც ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიPanasonic-მა Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაNike, Dr. Martens-ი და ფეხსაცმლის სხვა ბრენდები ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ