პენტაგონი – 90 ჰაუბიცის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე ქვეყანაშია

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შორი მოქმედების 90 ჰაუბიცის რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელსაც აშშ უკრაინას უგზავნის, უკვე შეტანილია ქვეყანაში.

„დღეს, სრული რაოდენობის დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ამ ჰაუბიცების ნახევარზე მეტი უკვე უკრაინაშია“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ჰაუბიცების გამოყენების მიზნით მომზადება 50-მა უკრაინელმა გაიარა. ისინი ქვეყანაში დაბრუნდებიან და ცოდნას საკუთარ თანაგუნდელებს გაუზიარებენ.

banner
წინა სტატიაშიმამა დანიელმა მეუფე სტეფანეს იუდა უწოდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას – გუტერეში