პენსმა და პომპეომ განაცხადეს, რომ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია მათ არ დაუწერიათ 

აშშ-ს გენერალურმა მდივანმა მაიკ პომპეომ დაადასტურა ,რომ  New York Times-ში გამოქვეყნებული ანონიმური სტატიის ავტორი, სადაც წერია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წარმატებებს პრეზიდენტის “მერკანტილური და არაეფექტური” სტილის მიუხედავად აღწევს მას ეკუთვნის .-ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან ინდოეთში გამოსვლისას, განაცხადა. მისი თქმით,  “მედიის მცდელობა, ადმინისტრაციას ავტორიტეტი შეულახოს, შეშფოთებას იწვევს”.

მანამდე, ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ სტატია მას არ დაუწერია.

ამ ფაქტთან დაკავშრებით განცხადება გამოაქვეყნა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ კოუტსმა: “ვარაუდი იმის შესახებ, რომ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია მე ან ჩემმა პირველმა მოადგილემ გამოვაქვეყნეთ, სიცრუეა. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია”.

ანონიმური ავტორი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის დესტრუქქციულ ქმედებებს ადმინისტრაცია ნაწილობრივ ახშობს. სტატიის ავტორის თქმით, ტრამპი  ამორალური ადამიანია, რომელიც წარუმატებელია და იქ იმყოფება სრულიად არასწორი მიზეზების გამო

banner
წინა სტატიაშიბოლტონი: აშშ-ს სანქციები მანამდე დარჩება, სანამ მოსკოვი ქცევებს არ შეიცვლის
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი – არ დავუშვებთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს უფლება