უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ

erovnuli-droshaზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საუბრობს. მისი თქმით, შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია.

მეჭიაურის განცხადებით, ეს ადამიანები თვეში 560 ლარის ოდენობის პენსიას ისედაც იღებენ. თუმცა, 3000 ლარამდე ზრდის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მათ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს.

როდის განიხილავს პარლამენტი და უფრო კონკრეტულად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ ინიციატივას უცნობია, თუმცა, მეჭიაურის განცხადებით ის ამ საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

„პარლამენტს არ აქვს უფლება ინიცირებული კანონპროექტი არ განიხილოს. პენსიის მომატებას ითხოვს ის, ვინც დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა და ერთ მხარეს იდგა და ისიც, ვინც გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდო, სად არის ამაში ლოგიკა. რუსთაველი ვინც ომში გახვია, ისინი ახლა 3000 ლარზე მეტ პენსიას ითხოვენ „-აცხადებს მეჭიაური.

სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე ზრდა მიუღებელია ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძისთვისაც. მისი შეფასებით, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში დიდია, მაგრამ ყოველ ეპოქაში ჩვენი სახელმწიფოს წინაშე გამოწვევები დგას და ამა თუ იმ დეპუტატების რანჟირებას თუ ეპოქების მიხედვით მოვახდენთ, სწორი არ იქნება. მისი შეფასებით, თუ ზრდაა, მაშინ ეს ყველასთვის უნდა იყოს.

„ის რომ მათ დამოკიდებლობის გამოცხადების აქტს ხელი მოაწერეს, ამით მათი სახელები უკვე უკვდავყოფილია. პათეტიკაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ისინი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ვინც ხელი მოაწერა ისტორიული პიროვნებები არიან, მათგან ბევრი ცოცხალი აღარც არის, ვინც ცოცხალია. დღეგრძელობას ვუსურვებ. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ პენსიების ზრდა ყველასთვის ერთნაირად უნდა მოხდეს”-აცხადებს არჩვაძე.

პენსიის 3 000 ლარამდე ზრდის მომხრეა ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. მისი განცხადებით, ზვიად გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების, კერძოდ კი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მოთხოვნა კანონიერია. უფრო მეტიც, ვინც მაშინ სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ყველას აქვს მსგავსი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მისივე თქმით, სხვა საკითხია აქვს თუ არა ამის რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტს,

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის დანიშვნას ითხოვენ. აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესული და რამდენიმე კომიტეტის მიერ მოწონებულია.

თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე განიხილა საკითხი და დადებითი დასკვნაც დადო. ლევან ბერძენიშვილი კი ამბობს, რომ ეს ადამიანები, როგორც კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ პატივისცემას და, შესაბამისად, პენსიების დანიშვნას არ იმსახურებენ

წყარო

banner
წინა სტატიაში“რუსთავის აზოტში” უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკახა ცხადაძე: სპორტის მინისტრს ჩემი შეცვლა სურს