პენიტენციურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა

პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ კომისიის წევრები, პირადად მოინახულებენ მესამე პრეზიდენტს, გაეცნობიან სამედიცინო დოკუმენტაციას და ციხის საავადმყოფოში არსებულ პირობებს გაეცნობიან, რის შემდეგაც კონსილიუმის წევრები საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებენ;

ჯერჯერობით უცნობია როდის შევა მარიამ ჯიშკარიანი გლდანის დაწესებულებაში და “ემპათიას” ხელმძღვანელი ახლა პენიტენციური სამსახურისგან დროის დაზუსტებას ელოდება

“დღეს მივიღეთ პენიტენციურისგან წერილი, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე ცენტრი ემპათიას ექსპერტები იქნებიან შეშვებული. თარიღი მითითებული არ არის და შესაბამისად, შევთანხმდებით ექსპერტებთან, როდის მოხდება.” ამბობს ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გლდანისა და რუსთავის ციხის თანამშრომლებს კითხავენ
შემდეგი სტატიაკორძაია: უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ქვეყანაში და კობახიძემ თავის განცხადებით კიდევ უფრო გაამწვავა