პენიტენციური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას – ბასილაია

ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსის და წნევის კონტროლი დღითი დღე რთულდება – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დღეს მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა.

ბასილაიას თქმით, ამ ფონზე, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა

“გუშინ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო- პულმონოლოგსა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში” ამბობს ბასილაია.

banner
წინა სტატიაშიგაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი – ფადი ასლის მიმართავა ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება