პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ბოლოს რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსი იყო, მანამდე კი ის იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციასაც ხელმძღვანელობდა.
პენიტენციური სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. იუსტიციის სამინისტროს მან შესაბამისი განცხადებით მიმართა. მანამდე პროკურატურამ პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა. საქმე გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხება















