პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი: მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესახლდება და კანონმდებლობით დადგენილი პროცესები წარიმართება

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვარაშვილმა, მედიასთან, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო პროცედურები, ისევე, როგორც ექსტრადირება, წესების სრული დაცვით წარიმართება.

„ექსტრადირებამ დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა რუსთავის #12 დაწესებულებაში შესახლდება და კანონმდებლობით დადგენილი პროცესები წარიმართება“, – აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

წინა სტატიაში“ფაილების თანახმად, ივანიშვილმა პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა”
შემდეგი სტატიაიურისტები ფარულ მოსმენებზე განცხადებას ავრცელებენ: შეშფოთებას იწვევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები