პენიტენციური სამსახური – მზია ამაღლობელი „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, კვლევების ჩასატარებლად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.

ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.

განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.

მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავამარცხოთ „ჭორვილელი უფლისწული“ – პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარის გეგმა და ინიციატივა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – ხალხი თუ ფიქრობს, რომ ჩვენ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ, და მე მიმაჩნია, რომ მზად ვართ, მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ პუტინთან