15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის წერილს ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულის, არჩილ მუსელიანცის მიერ „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების თქმით, სანიტარულ – ჰიგიენური მდგომარეობა, კვების ხარისხი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ. მათი უმთავრესი პრიორიტეტია.

არჩილ მუსელიანცი, რომელიც აქციების დროს დააკავეს და რომელსაც 534 ლარის ზიანის გამო 4 წელი აქვს მისჯილი, ციხიდან „ფორმულას” წერილს უგზავნის.
წერილში აღწერილია უმძიმესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კვების უვარგისი ხარისხი, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, თანამშრომლების მიერ დამამცირებელი მოპყრობის დეტალები და ა.შ.

კანალიზაციის წყალი იმ სარდაფშივე შრებოდა და ჩვენ პატიმრები ამას ვსუნთქავდით. მთელი დღე რომ გავიდა უკვე ჩვენ დავუძახეთ კარანტინის მორიგეს და ვთხოვეთ რომ სხვა მშრალ საკანში გადავეყვანეთ, რომ გაუსაძლისია აქ ყოფნა. მორიგემ უხეშად გვითხრა ,,მე რა ვქნა’’ ?

მეც იქ 7 დღე რომ გავატარე, სიცხე მომცა, კორპუსზე რომ ამომიყვანეს 2 დღე ვითხოვდი წამალს, პარაცეტამოლს, არ ვითხოვდი ექიმთან გასვლას, რადგან დრო გაიწელებოდა, ოფიცრები არ ეუბნებოდნენ ექიმს, რომ წამალი მინდა, როგორც იქნა მე-3 ცვლამ გამიყვანა ექიმთან – სიცხე გამიზომეს 38.6 მქონდა და მომცეს პარაცეტამოლი…

ღმერთმა არ ქნას, პატიმრები მასიურად მოვიწამლოთ ჩვენი პატრონი არავინ იქნება, 400 კაცს 1 ექიმი ვერ აუვა, ამიტომ უმეტესობა ვცდილობთ გამოვიკვებოთ მაღაზიით და ამანათებით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ფიფია: მოსკოვში მოლაპარაკებების ჯგუფის გაგზავნა აღარ ითმენს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია “ვივამედიდან” რუსთავის ციხეში ბრუნდება