8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

პენიტენციური სამსახური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
• ქათამი – 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი.
• ყველი – 2 კგ;
• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
• პასკა – 2 ცალი
• წითელი კვერცხი-10 ცალი
• უკრემო ნამცხვარი
• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, – წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩვენ ამერიკასთან გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა და მზად ვართ, ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლით