პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საშობაო ლიტურგია აღევლინა

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

სადღესასწაულო ლიტურგია დაწესებულებებში დილამდე გაგრძელდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

პატრიარქის ინიციატივას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუერთდნენ და შობის დადგომისას 12 საათზე საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი შობის დღესასწაულს ტრადიციისამებრ, დუშეთში შეხვდა
შემდეგი სტატიადღეს საშობაო ალილო გაიმართება