პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით,სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ – საქართველოსსაკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმადირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოსსაკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს.ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა,რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებისგამდიდრება. მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციურიდა დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციისმინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებულიკონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხებაპენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემისმარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახითგამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი,წესი და სხვ. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერებისგანთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნებისკატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნესბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდებაპენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება,სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კიგაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიცშემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან,თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 27 sps.gov.ge
არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდაკანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურადარაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე. მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაცმსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითადცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაშიგამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულიღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილისმიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარესამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვასასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭიროინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმაცხოვრებას. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგიპატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით,საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება. “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია,რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებითდაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება”,- განაცხადა გიორგიპატარიძემ.მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის,პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დაევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველისმოადგილე ესწრებოდნენ

banner
წინა სტატიაშითუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებას შედეგი ვაჩვენოთ, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს
შემდეგი სტატიაოთხი ხმა ერთის წინააღმდეგ – აჭარის ტელევიზიის დირექტორი გადააყენეს