პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზი მარცხდება

24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეაღინიშნება. საქართველოს პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთანბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში, (გამოკვლევები,მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურდაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებშიამჟამად, ტუბერკულოზით დაავადებული 70 მსჯავრდებული/ბრალდებულიმკურნალობს, რომელთაც დაავადების სხვადასხვა ფორმა აღენიშნებათ. მათიუმეტესობა განთავსებულია N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციოცენტრში, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2013 წლიდან ფუნქციონირებს დათანამდროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუქციონირებსორი ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები, რომლებიცტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულპაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიანსეპარირებული. ცენტრში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვისხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. ასევე, დაწესებულებაშიხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია,ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობახორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულირეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების დაპროტოკოლების შესაბამისად, განახლებული სქემითა და უახლესი თაობისმედიკამენტებით. პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ისაპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს,კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში.დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესშიდროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას დამკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურდაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულოსამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზითდაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაშიხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზისწინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილიშემთხვევების რაოდენობა, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2016 წელსტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული: 2012 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 457 2013 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 99 2014 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 66 2015 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 56 2016 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა – 45 აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე,პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არდაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა გორში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან განიხილა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ბელორუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა