25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.

უწყების ცნობით, სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ.

„ცვლილების მიზანია მომსახურების ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა და ბენეფიციართა მართვის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მათთვის ინსულინის მიწოდებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი უზრუნველყოფდა. „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი მედიკამენტებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა და პენიტენციურ სისტემაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულები/მსჯავრდადებულები იღებდნენ“
,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოება, პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავსმოხვეული სიძულვილი იქნას შემცირებული