პენიტენციურ სისტემაში „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამო 11 ადამიანი შიმშილობს

პენიტენციურ სისტემაში „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამო 11 ადამიანი შიმშილობს. ინფორმაცია ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დაუდასტურა.

„შიმშილობა პროტესტის გამოხატვის ფორმაა, რაც ევროპული კონვენციის სტანდარტებში ჯდება. ამ მომენტისთვის ჩვენ ამ ამნისტიასთან დაკავშირებით გვყავს, შემიძლია დავადასტურო, 11 მოშიმშილე“, – განაცხადა ლორთქიფანიემ.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, დღეს დაამტკიცებს. პროექტს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, შემდეგ კი სასესიო სხდომაზე უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველებმა დღეს ტყის და მინდვრის ხანძრის 5 კერის ლიკვიდაცია შეძლეს
შემდეგი სტატიაქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილზე