პენიტენციურ სამსახურში გლდანის ციხეში პატიმრების შიმშილობის მიზეზები განმარტეს

პენიტენციური სამსახური გლდანის ციხეში რამდენიმე პატიმრის შიმშილობის მიზეზს განმარტავს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაწესებულებაში პროტესტის უკიდურეს ფორმას 6 მსჯავრდებული მიმართავს.

„ამ ეტაპზე Nმე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 6 პატიმარი, მათგან 3 ბრალდებულია და 3 მსჯავრდებული. თითოეული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აპროტესტებს მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ხოლო ერთი მსჯავრდებული, ამასთან ერთად ითხოვს ნახევრადღია დაწესებულებაში გადაყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე სახალხო დამცველი ოფისში განაცხადეს, რომ 5 პატიმარი სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების განცხადებით, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოყოფის შესახებ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო” ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების პარლამენტში განხილვისას პრემიერ-მინისტრის დასწრებას ითხოვს