პენიტენციურ დაწესებულებებში საშობაოდ ამანათების მიღება მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში დღეს, დღის ბოლომდე და ხვალ, 7 იანვარს 14:00 საათამდეა შესაძლებელი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიაიაპონიამ სამხრეთ კორეადან ელჩი გამოიწვია