პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.
კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – 15:00 საათამდე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

banner
წინა სტატიაშიკარასინი: მოსკოვი თანამშრომლობისთვის მზადაა და ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას ელოდება
შემდეგი სტატიასემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს