პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 და 31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე : არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის
შემდეგი სტატიაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ