პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.

კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იღებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს 4 ჭრილობა მიაყენა
შემდეგი სტატიაზურა ყიფშიძის საერთო შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს – მინისტრი მსახიობს სპეკულაციაში ადანაშაულებს