პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან

N5, N14, N15 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები ონლაინ რეჟიმში დაიწყო. მსჯავრდებულები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში – ბუღალტერიაში, კომპიუტერულ გრაფიკასა და მცირე ბიზნესის წარმოებაში გადამზადდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულებისთვის ასევე, სასწავლო კურსი ჩატარდება ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებში.

საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის სურვილი ასზე მეტმა მსჯავრდებულმა გამოთქვა, სწავლის დასრულების შემდეგ, კი დადებითი შედეგების მქონე პირებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო პროგრამებს ინტენსიურად ატარებს. ამჟამად, ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაზე არსებულ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ოქტომბრისთვის – დოლარი – 3.1484 ლარი, ევრო – 3.6326 ლარი, ფუნტი – 4.2705 ლარი
შემდეგი სტატიავაშაძე ევროპარლამენტის შეფასებაზე: ის, რაც საქართველოში ტარდება, არ არის ნორმალური