პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება, ინფორმავიას სპეციალური პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამჯერად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად განახლდა №16 დაწესებულების მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საშხაპე სივრცე, განთავსდა ახალი ინვენტარი, შეიცვალა წყლისა და სავენტილაციო სისტემები, დამონტაჟდა ახალი განათება.

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და პენიტენციურ სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაწესებულებებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს: №5 (ქალთა) დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე; №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განახლდა სავენტილაციო სისტემა; ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნების სივრცეები; სრულად შეიცვალა სპორტული ინფრასტრუქტურა” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – როგორც ჩანს, პრეზიდენტს ვაბრაზებთ
შემდეგი სტატიასაქართველოში იძულებით გადაადგილებული ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კონფლიქტი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს