პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2020 21:05

პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

მნიშვნელოვანი

  • პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

სხვა სტატიები

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19 არის გავრცელებული და პენიტენციური სამსახური ამას მალავს. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამ უკვე მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო, რაც პატიმრებსა და მათ ოჯახებში პანიკის დათესვას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა არც ერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა, ვინაიდან ეს არის სიცრუე.
სიცრუეა ასევე სიუჟეტში ფარული რესპოდენტების, ასევე ყოფილი მსჯავრდებულის, ამჟამად პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ბრალდებულ/მსჯავრდებულებს სათანადო ყურადღება არ ექცევათ და არ ხდება მათი ტესტირება. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ pcr ტესტირება, არამედ სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო სივრცეში პატიმრების გადაყვანა, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მათზე დაკვირვება და ღრმა კვლევების ჩატარება (კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ.). როგორც ჩანს, სწორედ კლინიკის საკარანტინო სივრცეში გამოსაკვლევად გადაყვანილი პატიმრების შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებში, ხოლო გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მსგავს ინფორმაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ცალსახად აცხადებს, რომ არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2020 21:05